გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

EBRD-მა ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო

2-02-2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ 31 იანვარს მიიღო.

EBRD-მა დაამტკიცა „ნენსკრა ჰიდროსთვის“ 214 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც 280 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის განვითარებისა და მშენებლობისთვისაა გამიზნული, ასევე 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია „ნენსკრა ჰიდროს“ სააქციო კაპიტალში.

„EBRD-ის გარემოს დაცვის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. პროექტის მეშვეობით მოხდება სათბურის გაზების გამოყოფის შემცირება და ქვეყნის ენერგომომარაგების უზრუნველოყოფა“, - ნათქვამია „ნენსკრა ჰიდროს“ განცხადებაში.

ნენსკრა ჰესი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, რაც ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ნენსკრა ჰესის მშენებლობა 2018 წელს უნდა დაიწყოს. ამჟამად ნენსკრას ხეობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ 31 იანვარამდე ნენსკრა ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება სამჯერ გადადო. გარემოსდამცველთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე საზოგადოების პროტესტი იყო. გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნიკალურ ეკოსისტემას გაანადგურებს და შექმნის მყინვარის დნობის საფრთხეს.

reinfo.ge