ორშაბათი, ივნისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ზესტაფონში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება

2-02-2018

ზესტაფონში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში სოციალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა. ზურაბ ალავიძე ამჯერად ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამინისტროს ინფორმაციით, ზესტაფონში, პირველად გაკეთდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და ასევე მოეწყობა სკვერი.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილს პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება. პროექტი გასულ წელს დაიწყო და სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"