გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი შოთაძე ოპოზიციაზე: მსგავსი საქციელით მხოლოდ ისინი რჩებიან შეურაცხყოფილი, ვინც ამას სჩადის

17-02-2020

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც სხდომის დასწყისში მოხდა. ასევე სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის მომწყობებს კითხვის დასმის საშუალება, ასევე ჩემი ხედვების და შეხედულებების მოსმენის და შემდეგ თავიანთ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ, თუმცა ამ ხალხს ეს არ აინტერესებს“-ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოთაძის პარლამენტში სტუმრობას წინ ოპოზიციის საპროტესტიო აქცია უძღვოდა.

„თუ გონიათ, რომ ამ საქციელი რაიმე შეურაცხყოფა მომაყენეს, ძალიან ცდებიან, რადგან მსგავსი საქციელით მხოლოდ ის ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილი, ვინც ამას სჩადის. იმაზე, რაც სხდომის დაწყებამდე მოხდა, ჩემი პოზიცია ეს არის“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.