გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

"სირცხვილია" - გია ვოლსკი ოპოზიციას მიმართავს

17-02-2020

"ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები გენერალური პროკურორობის კანდიდატს დაუპირისპირდნენ.

გია ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებმა ბევრი ადამიანი გააუბედურეს, დღეს კი ისე იქცევიან, თითქოს დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან.

"ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურა და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტში, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენენ, "ევროპული საქართველოს" წევრები თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ და შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

pia