2-02-2018
სოფელ როდინაულში საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. 15 კმ – იან მონაკვეთს რეაბილიტაცია 80 – იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც ძველი საფარი ,ფაქტობრივად, განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრი სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა. პროექტის ფარგლებში,გზის ზედაპირი არმირებული ბეტონის საფარით მოეწყო, მოხდა მიწის ვაკისის აღდგენა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. როდინაულის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა.