გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი შოთაძე: უსაფუძვლო კრიტიკა ჩემთვის მოტივატორია

17-02-2020

„ჩემთვის გასაგებია ის კრიტიკა, რაც ისმის პროკურატურის და მისი ხელმძღვანელის მიმართ და ეს გამომდინარეობს გამოწვევიდან, მემკვიდრეობიდან, ახლგაზრდა დემოკრატიიდან და საზოგადოების ცნობიერებიდან“-ეს განცხადება გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, არის მომეტი, როცა კრიტიკა ჯანსაღი და გასათვალისწინებელია, მაგრამ არსებობს სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, იმ პოლიტიკური შეხედებულების გამო, რომლის მიზანია ისროლოს ტალახი და მერე როგორც უნდათ ისე იმართლონ თავი.

„ჩემს მიმართ დღესაც მესმის კრიტიკა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან და მათთან აფილირებული ადამიანებისგან, რაც მიზნად ისახავს ჩემი პიროვნების დისკრედიტაციას და დაფუძნებულია სიცრუეზე. ჩემთვის პირადად ეს კრიტიკა არის მოტივატორი, რომ ვაკეთო ჩემი საქმე უკეთესად ჩემი ქვეყნისთვის“, - აცხადებს შოთაძე.