გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კალაძე მარგველაშვილზე: არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიებთან პოლიტიკური მიკედლების პრობლემა ჰქონდეს

17-02-2020

თბილისის მერი კახა კალაძე აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"პოლიტიკურ პლასტელინს, არ მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, მათ შორის, სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა ამ ეტაპზე მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია რომელ პოლიტიკურ ძალას შეურთდება.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა "არ არის კომფორტის ზონაში დარჩენის დრო, როცა ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებენ".

პია