გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

17-02-2020

"ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში", - ასე აფასებს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეს.

ირაკლი შოთაძის თქმით, საუბარია 50 მილიონი ლარის გაფლანგვაზე, სადაც 14 მილიონი ლარი ხელფასებზე გაიფლანგა, დანარჩენი კი, პარტიას მოხმარდა.

"საბოლოო ჯამში, ის 14 მილიონიც პარტიულ მიზნებს მოხმარდა. ის ფაქტი, რომ ვიღაცეებზე პლასტიკური ბარათები დამზადდა, სადაც ეს 14 მილიონი ჩაირიცხა, იყო უბრალოდ ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი, დანარჩენი თანხა მაღალი თანამდებობის პირებმა გამოიტანეს "ლიბერთი ბანკიდან", ნაღდი ვალუტის სახით, რომელიც პარტიული მიზნებისთვის დაიხარჯა. ეს არის უდიდესი კორუფციული ფაქტი სასქართველოს ისტორიაში, რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით განაჩენია დამდგარი", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

pia