გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოზურგეთში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარადამჭერი აქცია გაიმართა

17-02-2020

ოზურგეთში მედიი, არასამთავრობო სექტორაქციისა და პოლიტიკური პარტიების წარომამდგენლებმა აჭარის ტელევიზიის ჟურნალსიტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მხარდაჭერის გამოსახატად ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო რამდენიმე დღის წინ განვითარებულ ამბებს აპროტესტებენ, ამბობენ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ჟურნალისტები თავისუფლები უნდა იყვნენ.
„დღევანდელი შეკრების მიზანი ისაა, რომ სოლიდარობას ვუცხადებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. რადგან, სამი დღის წინ მათ განაცხადეს, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემა, ჩარევა ხდება სარედაქციო პოლიტიკაში, რაც ჩვენ, ჟურნალისტებს მიგვაჩნია, რომ ეს ყველანაირად დაუშვებელია. 30 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ დამთავრდა ჟურნალისტებზე ზეწოლები. ყველაზე მეტად, რაც ამ ორი დღის განმავლობაში თვალშისაცემი იყო, ეს იყო ჩემი კოლეგის, თეონა თურმანიძის სტატუსი, როდესაც ის შველას ითხოვს. როგორც გავარკვიეთ, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სჭირდებათ დახმარება და ჩვენი სოლიდარობა ეს არის, რომ გავმართეთ მათ მხარადაჭერად მშვიდობიანი აქცია“, – ამბობს “გურია ნიუსის” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატს აუქმებენ. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი, დირექტორ გიორგი კოხრეიძის მხრიდან მათი გათავისუფლების უსაფუძვლობაზე საუბრობს.

კვირა