გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

17-02-2020

დიდი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შენ­გე­ლა­ია ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ავად­მყო­ფობ­და და 17 თე­ბერ­ვალს, დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა...

ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას­თან, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს იხ­სე­ნებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

"ჩე­მი პირ­ვე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა. ად­რე­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­მა­ჩე­მის - ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩამ­რ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. მა­შინ ოთხ­წ­ლი­ნა­ხევ­რი­სა ვი­ყა­ვი... მა­მა სულ ახალ­გაზ­რ­და - 42 წლის იყო. ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა...

ოთხ წლამ­დე მო­გო­ნე­ბე­ბის რა­ღაც ფრაგ­მენ­ტე­ბი მი­ტივ­ტი­ვებს გო­ნე­ბა­ში. მახ­სოვს, მა­მა მო­ვი­დო­და, ნა­ნა­დი­რევს მო­ი­ტან­და და დაყ­რი­და. მე­რე ჩვენ გვა­ვა­ლებ­და მე­ზობ­ლე­ბის­თ­ვის მო­კითხ­ვას. თბი­ლი­სურ ეზო­ში ვცხოვ­რობ­დით. მე და ჩე­მი ძმა დავ­დი­ო­დით სარ­თულ-სარ­თულ და მე­ზობ­ლებს ვუ­რი­გებ­დით ნა­ნა­დი­რევს. ასე­თი წე­სით ცხოვ­რობ­დ­ნენ, უფ­რო გას­ცემ­დ­ნენ, ვიდ­რე მო­იხ­ვეჭ­დ­ნენ. სულ სხვა ხალ­ხი იყო მა­შინ.

მა­გონ­დე­ბა დე­და­ჩე­მის გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი სა­ხე. მა­მა ვაჟ­კა­ცი იყო, მომ­ლ­ხე­ნი, მო­ნა­დი­რე. ვიდ­რე რე­ჟი­სო­რი გახ­დე­ბო­და, ლექ­სებს წერ­და. მას­თან მე­გობ­რობ­დ­ნენ გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ლეო ქი­ა­ჩე­ლი... ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ილ­ხენ­დ­ნენ, მსჯე­ლობ­დ­ნენ... ერთ დღეს კი და­ი­ცა­ლა ჩვე­ნი სახ­ლი.

მე­რე დე­დამ შეც­ვა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს უბე­დუ­რე­ბა, თო­რემ დეპ­რე­სი­უ­ლი ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და. ომის დრო იყო. ფილ­მებს არ იღებ­დ­ნენ და ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის­თ­ვი­საც კი ლუკ­მა­პუ­რი სა­ფიქ­რა­ლი გახ­და. დე­და და­დი­ო­და რა­ი­ო­ნებ­ში ვა­სო გო­ძი­აშ­ვილ­თან, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძეს­თან, კი­რა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილ­თან (დე­და­ჩე­მის და), მწერ­ლებ­თან ერ­თად... კონ­ცერ­ტებს მარ­თავ­დ­ნენ, რომ ცო­ტა რამ ეშო­ვათ.

თხუთ­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ და­ი­ღუ­პა... ცხა­დია, ძნე­ლია საქ­ვეყ­ნოდ ვი­ლა­პა­რა­კო, რო­გორ გან­ვი­ცა­დე ეს...ადა­მი­ა­ნი ასეა მო­წყო­ბი­ლი, რაც უნ­და გა­დახ­დეს, ეჩ­ვე­ვა. მა­მა რომ ცო­ცხა­ლი იყო, სხვა ცხოვ­რე­ბა იყო ჩვენ­თან, დე­და რომ დარ­ჩა - სხვა... დე­და­ჩე­მის მე­რე - სხვა...

დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე და ელ­დარ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მა­მის გზა გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და მარ­ტო სტი­პენ­დი­ით თა­ვის რჩე­ნა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თი ბი­ძა­ღა გვყავ­და - სან­დ­რო, ინ­ჟი­ნე­რი იყო და დი­დი ოჯა­ხი ჰყავ­და შე­სა­ნა­ხი, ჩვენ რას დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და... ასე გაგ­რ­ძელ­და მა­ნამ, ვიდ­რე ფილ­მებ­ში არ ვი­თა­მა­შე და შე­მო­სა­ვა­ლი არ გა­მიჩ­ნ­და...

რე­ზო ჩხე­ი­ძემ "ჩვენ ეზო­ში" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მი­იწ­ვია - მა­შინ მოს­კო­ვის კი­ნო­ინ­ს­ტი­ტუტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობ­და. ეძებ­დ­ნენ და­თოს რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელს... სო­ფი­კო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი თა­მა­მი და ახ­ტა­ჯა­ნა იყო. უთხ­რა: რა­ტომ კარ­გავ დროს, მე მო­გიყ­ვან ბი­ჭის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბელ­სო. მე და სო­ფი­კოს უკ­ვე გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი, ფილ­მის მე­რე ხე­ლიც მო­ვა­წე­რეთ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ambebi.ge