გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ

17-02-2020

„სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენის პროცესში არ მონაწილეობს, არამედ მათ სრულიად არაადეკვატური გზა აირჩიეს, სულელური  პერფორმანსი მოაწყვეს დღეს. სასაცილო და გაუგებარ მდგომარეობაში იყენებენ თავს, თუმცა მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ. ეს არის მათი სახე.


არც მიკვირს, რომ ირაკლი შოთაძეს არ დაუსვეს კითხვები ადამიანის უფლებებზე, მაგრამ როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებებზე გააჟღერონ კითხვები, მაშინ როდესაც ამ კუთხით უმძიმესი შედეგების მომტანი იყო მათი საქმიანობა“, ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.


გიორგი კახიანის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის ასეთი საჯარო პროცესი პარლამენტში პირველად მიმდინარეობს, სადაც ყველას ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს პროკურატურაში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მის სახელს არაერთი გახმაურებული, სისტემური დანაშაულის გახსნა უკავშირდება, ისევე, როგორც მის სახელთან არის დაკავშირებული მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებების სტანდარტის გაზრდა.


,,უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ცხადია, იმავე აზრზე ვრჩებით და მას ხვალ მხარდაჭერა ექნება,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.