გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ტაბაღუა მოზარდებში ძალადობის თემაზე გამართულ ღონისძიებას დაესწრო

2-02-2018

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში’’ , მოზარდებში ძალადობისა და ბულინგის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, მერის მოადგილე გოჩა ლორია, განათლების სფეროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ღონისძიების მონაწილეებმა მოზარდებში ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

 

ღონისძიების ფარგლებში, თემაზე ,,სკოლის, ოჯახის, საზოგადოების, ეკლესიისა და სახელმწიფოს როლი მოზარდის აღზრდა-განვითარებაში'' დებატებიც მოეწყო.

 

დისკუსიის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მოზარდების აღზრდისა და განვითარების პროცესში, სკოლისა და ოჯახის როლზე, აქცენტი გამახვილდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობაზეც.