გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამშვებ პუნქტებ: ,,ნინოწმინდაში”, ,,სარფში“ და ,,წითელი ხიდზე“ აღკვეთეს

18-02-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ბარგისა და ფიზიკური, ასევე ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ; საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა,  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ასევე, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“.  საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად;


12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.