გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს

18-02-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს.


ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების  თანამშრომლებისა და რეინჯერების 2020 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს.


„დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების  თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას; ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიის ბუნების ფონდს, რომელიც წლებია სააგენტოს რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადამფინანსებლები არიან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.


კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს.


როგორც კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ ფონდს შესაძლებლობა აქვს იყოს თანადამფინანსებელი დაცული ტერიტორიების ოცივე ადმინისტრაციის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაში.