გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია: ირაკლი შოთაძე პროფესიონალია, რომელმაც ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება შეძლო

18-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია.

„ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება“ , - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც მინისტრებთან ერთად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს დაესწრება.