გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ეკა მიქავას ახლობლები აქციას მართავენ

18-02-2020

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან შამგონაში 28 დეკემბერს გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახური ძალადობის ბრალდებით მეუღლეა დაკავებული, საპროტესტო აქციას მართავენ.

გარდაცვლილი ქალის მშობლების განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ გამოძიება აღნიშნულ საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს, რადგან მათი ვარაუდით ყოფილმა მეუღლემ ცოლს ჯერ სცემა, შემდეგ მოკლა და მეზობლის ბოსელში თოკით ჩამოკიდა.

მათივე მტკიცებით ამ ყველაფერში მას  საკრებულოს წევრი ზაზა ხუბუა ეხმარებოდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  14:00 საათზე საქმის არსებითი განხილვაა ჩანიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის ბეუღლე ბაკურ სორდია 30 დეკემბერს დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კვირა