გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე მკვეთრად შემცირდა

18-02-2020

მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევებით საქართველოში სიღარიბე ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.


"მსოფლიო ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მოახდინა გლობალური სიღარიბის მაჩვენებლების რევიზია 1981-2015 წლებისათვის, ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით. აგრეთვე გამოქვეყნდა სიღარიბის განახლებული მაჩვენებლები ცალკეული ქვეყნებისათვის 2017 წლის ჩათვლით, მათ შორის საქართველოსიც.


მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით ირკევა, რომ ჩვენს საუკუნეში სიღარიბის გაუარესების ყველაზე ხანგძლივი პერიოდი საქართველოში 2004-2011 წლები ყოფილა, ანუ 2011 წლის სიღარიბის დონე 2004 წლის მაჩვენებელზე უარესია, 2012-2017 წლებში კი სახეზე გვაქვს სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.


ახალი მეთოდოლოგიით მსოფლიო ბანკი განიხილავს სიღარიბის სამ დონეს 

1. კეთილდღეობის მიღმა მყოფი პირების დღიური სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე 5.5$(PPP)-ზე დაბალია (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით).


2. სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 3.2 $(PPP)-ზე დაბალია. პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ გამოხატული სიღარიბე.


3. უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე დღეში 1.9 $(PPP)-ზე დაბალია .


მსოფლიო ბანკის შეფასებით საქართველოში კეთილდღეობის მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი, რომელთა საშუალოდღიური სამომხმარებლო ხარჯი 5.5$(PPP)-ზე ნაკლებია , 2004 წლიდან 2011 წლამდე არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა 59.29%-იდან 59.48%-მდე. 2012 წელს, პოლიტიკური თვალსაზრისით გარდამავალ წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 3.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 55.4%-ს გაუთანაბრდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2013 წლამდე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კეთილდღეობის მიღმა იყო და მათი წილი 55-60%-ის დიაპაზონში მერყეობდა. 2013 წელი იყო პირველი წელიწადი, როცა კეთილდღეობის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 50%-ზე ნაკლები გახდა, მომდევნო წლებში მაჩვენებელმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო , სარკისებულად შეიცვალა და 2017 წელს 43.58%-ს გაუთანაბრდა.


რაც შეეხება გამოხატული სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 3.2$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ექსპერტიზის მიხედვით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს სიღარიბის ამ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 28.17% იყო; _ 2011 წელს გაიზარდა და გახდა 28. 89%. 2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 2.39 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 25.78%-ს გაუთანაბრდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო და 2017 წელს 16.33%-ს გაუთანაბრდა, ანუ 2012 წელთან შედარებით მაჩვენებელი ერთნახევარჯერ და მეტად გაუმჯობესდა.


რაც შეეხება უკიდურესი სიღარიბის დონეს, როცა დღიური სამომხმარებლო ხარჯი ერთ სულზე 1.9$(PPP)-ზე ნაკლებია, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ინდიკატორიც ასევე გაუარესებული ყოფილა 2004 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში. 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 10.14% იყო; 2011 წელს გაიზარდა და გახდა 11. 28 % . 2012 წელს, მაჩვენებელი მცირედით გაუმჯობესდა. გაუმჯობესებამ 2004 წელთან შედარებით 1.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა და მაჩვენებელი 8.62%-ს გაუტოლდა. ინდიკატორმა მკვეთრი გაუმჯობესება 2013 წლიდან დაიწყო, 2015 -2016 წლებში 4%-ზე დაბალიც კი იყო, 2017 წელს 5.02%-ს გაუთანაბრდა, რაც 2011-2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 2-ჯერ გაუმჯობესებულია (შემცირებულია)"- წერს დუნდუა სოციალურ ქსელში.