გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოხუმიდან დევნილი: აფხაზები ზოგჯერ საკუთარ ეზოში მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულს

2-02-2018

სოხუმიდან დევნილი ნაირა ხარაიშვილი აფხაზეთში მიცვალებულის გაპატიოსნების ტრადიციებს იხსენებს.  მისი  თქმით, აფხაზები ზოგჯერ საკუთარ ეზოში მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულს. ნაირას მეზობლის დედაც სახლის უკან, სასაფლაოზე ყოფილა დამარხული შვილის გვერდით.

როგორც ნაირა ყვება, დასაფლავების დღეს ქელეხი არ იმართებოდა. მთელ სოფელს პატიჟებდნენ, ეზოს კუთხეში წარწერას აკეთებდნენ, რომლითაც იგებდნენ, თუ როდის შედგებოდა დაკრძალვა და მთელ სოფელს ეპატიჟებოდნენ. სამძიმარიდან არავინ მიდიოდა უპურმარილოდ, მასპინძელს ასეთ დროს ყველა ეხმარებოდა, კერძოდ, ოჯახს ამარაგებდნენ საჭირო საკვებით.

გარდა ამისა, ახლო ნათესავის გარდაცვალებისას ქალებიც და მამაკაცებიც ატარებდნენ შავებს. მამაკაცები შავებს უფრო მოკლე დროის განმავლობაში ატარებდნენ, ვიდრე ქალები, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ქვრივებს ძაძები სიკვდილამდე ეცვათ. აფხაზეთში სამგლოვიაროდ მხოლოდ შავ სატინას იყენებდნენ, კაბის სიგრძე კოჭებამდე იყო, ბოლო არ უნდა შეეკეცვოდა. 

ამასთან,  გარდაცვლილი ნათლიისთვის ნათლულს კელაპტარი უნდა მიეტანა, ნათლიას კი სასახლე უნდა გაეკეთებინა ნათლულისათვის. მღვდელი გარდაცვლილის ოჯახში მიჰყავდათ, მაგრამ  მკვდარს საფლავამდე არ მიაცილებდა.

 მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ლინკზე

 http://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia/tradiciebi_afxazetsa_da_kaxetshi3.html