გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

18-02-2020

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური უფასო სამედიცინო კვლევები ჩატარდება.


საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკებიდან 24 ექიმი (კარდიოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ოკულისტი, ქირურგი, რევმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ონკოლოგი;) მიიღებს. კვლევები მოიცავს კარდიოგრამას და ექოსკოპიასაც.


ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.


მისამართი: ქ.დუშეთი, დ.აღმაშენებლის ქ. N72; დუშეთის ‘’ჯეო-ჰოსპიტალი’’.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანთათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც, უწყების ბენეფიციარებს წინასწარ მიეწოდებათ.