გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარის ტელევიზიაში ბორდის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

19-02-2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ბორდის სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდნარეობდა, ამის გამო სხდომაზე შევენება გამოცხდდა, თუმცა მალავე განახლდა.


სხდომაზე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის გუნდის წევრები  და ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლები ითხოვდნენ სიტყვას, რისი საშუალებაც მათ ტელევიზიის ხელმძღვანელმა არ მისცა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, ვითარების განსამუხტად დაცვის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.


ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. მათივე თქმით, საფრთხეშია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ისინი პასუხიმგებლობას დირექტორსა და ბორდს აკისრებენ.


საშტატო ცვლილებებით საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა უქმდება.