გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნა არის ოკუპირებულ ცხინვალში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებლი ნაბიჯი

19-02-2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.


მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ რაიმე ნაბიჯების გადაგმა მოხდეს მდგომარეობის გასაუმჯობებლად, რისთვისაც არსებობს არა ერთი გზა, ხდება პირიქით ყველაფერი უარესობისკენ იცლება ოკიპირებულ ცხინვალში.


„თანდათან იმის ნაცვლად, რომ გადაიდგას ნაბიჯები მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და ამისთვის არსებობს ყველა ფორმატი, არაერთი ძალისხმევა, მოლაპარაკება, თანათავმჯდომარეების ვიზიტი, ამ ყველაფრის ნაცვლად ვხედავთ, რომ მდგომარეობა დღითიდღე უფრო უარესდება. ამ ვითარებაში განსაკუთრებით იკვეთება ახალგორის ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობა დაუყოვნებლივ და წინაპირობის გარეშე. ეს არის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად აუცილებლი ნაბიჯი. მოვუწოდებ საოკუპაციო რეჟიმს და დე ფაქტო ხელისუფლებას ეს ნაბიჯი იქნას გადადგმული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ციხელაშვილმა.