გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

19-02-2020

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილეს.

 

მომხსენებელმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ, განმარტა, რომ პროექტით ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მუნიციპალიტეტის სხვა საკუთარი უფლებამოსილებები დგინდება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფლებამოსილებები გარკვეული ვადით მოქმედებს, შესაბამისი ცვლილების მუხლი ემატება გარდამავალი შინაარსის დებულებებში. კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” სრულ შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“.

 

კანონპროექტის მიღება გამოიწვია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში გასული წლის დეკემბერში შეტანილმა ცვლილებებმა, რომელიც თანახმადაც მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.