19-02-2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განვითარებულ პროცესებს ძალადობად აფასებს. გიორგი კოხრეიძის თქმით, პროცესები ძალადობად და ობსტრუქციად შეაფასა.
”ესენი თვლიან, ესენი სამი თვეა ერთი და იგივეს იმეორებენ, მანახეთ ფაქტი რა. უკაცრავად მოსალოდნელმა საფრთხეებმა უკვე დამღალა. სულ მოსალოდნელ საფრთხეებზეა საუბარი და ჯერ-ჯერობით არცერთი არ გამართლებულა. ასე არ გამართლდება დღევანდელი საფრთხეც. აგერ ნახავთ თქვენ ძალიან მალე. უბრალოდ ადამიანები არიან ანგაჟირებულები.
დღეს კონკრეტულს არაფერს არ ვამბობ, განა იმიტომ, რომ არ ვიცი, ვიცი ძალიან კარგად. თუ ეს იქნება მიღებული ყველა ნახავს, რომ აჟიოტაჟი ტყუილად არის გამოწვეული, ყველა იქნება კმაყოფილი ამის გარანტიას გაძლევთ. ჩემო ძვირფასებო სამი თვეა ერთი და იგივეს ხომ ლაპარაკობთ, ხომ არ მომხდარა არაფერი? ასევე არ მოხდება. მე დღემდე ვინმემ მომცა საშუალება, რომ საქმე ნორმალურად გამეკეთებინა?” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა.
შესვენების შემდეგ, მრჩეველთა საბჭოს სხდომა, ამ წუთებში განახლდა. მრცევლები, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორისაა საშტატო ერთეულების გაუქმებაც.
სხდომა, დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პარალელურად, შენობის გარე პერიმეტრზე, აქციას მართავენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები და ხელისუფლების მხარდამჭერი მოქლაქაეები, რომლებიც ამბობენ, რომ აჭარის ტელევიზია, მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს მრცეველთა საბჭოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრების“ ყოფნაც, მათი თქმით ამ პოლიტიკურ ძალას უფლება არ აქვს, მედიის თავისუფლებაზე ისაუბროს, რადგანაც წლების განმავლობაში, სწორედ მათი ხელისუფლების პირებბებში იზღუდებოდა თავისუფალი სიტყვა, მათ შორის აჭარის ტელევიზიაში.