გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაზა გაბუნია: ოპოზიციური პარტიებისგანაც იყო სიგნალი, რომ მათ ჰქონდათ იდეები და ჰქონდათ სურვილი ასეთი მოლაპარაკების

19-02-2020

„როდესაც ვლაპარაკობთ ინდივიდუალურ ინიციატივებზე და მოლაპარაკებებზე, მხოლოდ ხელისუფლებას ნუ მივაწერთ ამ ინიციატივას, პირიქით, ოპოზიციური პარტიებისგანაც იყო სიგნალი, რომ მათ ჰქონდათ იდეები და ჰქონდათ სურვილი ასეთი მოლაპარაკების. თუკი იქნება ცალკეულ პარტიებთან მოლაპარაკებები, ესეც მოლაპარაკებაა, მაგრამ ამით უარი არ ითქმება იმ ტიპის კონფიგურაციაზე, რაც ჩვენ ვნახეთ არაერთი რაუნდის სახით, როდესაც ყველა პარტია ზის მმართველი პარტიის წინაშე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.


ზაზა გაბუნიას განცხადებით, ხელოვნურად ხდება პედალირება იმ თემით, რომ ხელისუფლება ერთეულ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებით ცდილობს კონსენსუსის წარმოჩენას და ეს არასწორია.


„პედალირება ხდება, რომ თითქოს ჩვენი მხრიდან სოციალ-დემოკრატებთან კომუნიკაცია შეიფუთება როგორც კონსენსუსი, რაშიც ვერ დაგეთანხმებით. მარტივი არითმეტიკაა, თუკი თხუთმეტი პარტია, ან მეტი, ან ნაკლები ითხოვს ამ საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგს, ერთთან დიალოგით თხუთმეტთან დიალოგი ვერ შედგება. ეს ფორმატი კვლავ შენარჩუნდება და გაგრძელდება და ჩვენ ეს კომუნიკაცია გვექმნება ყველასთან, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას. არგუმენტები რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს როგორც ჭეშმარიტებას, როგორც უაპელაციოდ მისაღებ სინამდვილეს, რომ მართლმსაჯულება არ უნდა განხორციელდეს, რომ მარტო ჩვენ უნდა მივიდეთ კომპრომისული წინადადებებით, თორემ ისინი გაიბუტებიან, ეს რის უხერხემლობა და უმწიფრობის გამოხატულება და ამას ვერ დათანხმდება ვერც ერთი ჯანსაღი ხელისუფლება“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.