გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ცხოველების მიერ დაკბენილ-დადორბლილი ადამიანების რიცხვმა 1832-ს მიაღწია

2-02-2018

გორის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ცხოველების მიერ დაკბენილ-დადორბლილ პირთა რაოდენობამ 1832-ს მიაღწია.

აქედან პატრონიანი ცხოველით - 1630.

აღნიშნული ინფორმაცია გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა წლიურ ანგარიშში შეიტანა. ცენტრის დირექტორის ცნობით, მოხეტიალე ცხოველით 202 ადამიანი დაიკბინა და დაიდორბლა.

,,ყველა პირი შესაბამის მკურნალობას იტარებდა, ასევე, მიმდინარეობდა ცხოველებზე მეთვალყურეობდა. ვაკვირდებოდით ძაღლისგან დაკბენის 694, ხოლო კატისგან 359 შემთხვევას“ - აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.

ამავე ცენტრის ცნობით, წლის განმავლობაში ცხოველებში ცოფის 66 შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანებში - არც ერთი.

საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"