გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზუგდიდში ლომბარდის ძარცვის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცის დაკავებას ხმაური მოჰყვა

19-02-2020

ზუგდიდში ლომბარდის ძარცვის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცის დაკავებას ხმაური მოჰყვა.

ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებით, სამართალდამცავები სახლში ორდერისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შევიდნენ და მათი იდენტიფიცირება მხოლოდ სახლში შემოსვლის შემდეგ შეძლეს.

დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმარი ლომბარდის ძარცვას არ გეგმავდა და მას და მის ნაცნობებს მხოლოდ ტელეფონზე ფასის დაკლება სურდათ. რაც შეეხება ლომბარდის მფლობელებს, მათ დღეს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

ზუგდიდში ძარცვის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი გუშინ დააკავეს. როგორც "კურიერთან" ლომბარდის მეპატრონე ყვებოდა, მათთან სამი ადამიანი შევიდა და ძვირადღირებული ტელეფონის წაღება მოითხოვა, რისი საშუალებაც მეპატრონეებმა არ მისცეს. ამავე ინფორმაციით, მათ გარეთ კიდევ ორი ადამიანი ელოდებოდათ.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ძარცვას გულისხმობს.

რუსთავი2