გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„სილქნეტი“: ირაკლი შოთაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნდა

19-02-2020

კომუნიკაციების კომპანია „სილქნეტი“ ირაკლი შოთაძესთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაჟღერდა კითხვები სს „სილქნეტთან“ მიმართებაში, რომელიც ეხებოდა ბატონ ირაკლი შოთაძის საქმიანობას ჩვენს კომპანიაში.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:

ირაკლი შოთაძეს სს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა სილქნეტში 2020 წლის თებერვლამდე. ირაკლი შოთაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას გააჩნდა მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია, რათა გაეწია კომპანიისთვის კონსულტაციები ისეთი იურიდიული საკითხების თაობაზე, რაც სილქნეტისთვის და ზოგადად სატელეკომუნიკაციო სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის წლების განმავლობაში პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა. ეს მოიცავს სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების სამართლებრივ საკითხებს, ბაზარზე სხვადასხვა უკანონო ქმედებებთან ეფექტიანი ბრძოლის სამართლებრივ გზებს, მათ შორის, საავტორო უფლებების დარღვევის, ასევე ტელე და ინტერნეტ სივრციდან უკანონო და პირატული კონტენტის აღმოფხვრის მიმართულებით. მისი, როგორც სახელმწიფო სექტორში მოღვაწე იურისტის, ხანგრძლივი გამოცდილება სასარგებლო იყო კომპანიისთვის ამ საკითხების ეფექტიანად გადასაჭრელად. ბატონ შოთაძესთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა მისი შეხვედრა და გასაუბრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, მათ შორის საბჭოს დამოუკიდებელ წევრთან, ბატონ თედ ჯონასთან, რომელიც ასევე გამოცდილი და პატივცემული იურისტია. ირაკლი შოთაძის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობდა რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა ბატონი შოთაძის დაქირავებისთვის კომპანიის სამართლებრივი საკითხების კონსულტანტად, კომპანიამ მიიღო მისი სამსახურში მიღების გადაწყვეტილება და კმაყოფილი დარჩა მის მიერ შესრულებული სამუშაოთი“-აცხადებენ კომპანიაში.