გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როგორ ამზადებენ ყველს ჭუჭყიან და ჟანგიან აბაზანაში - "კურიერის" კადრები არალეგალური საწარმოდან

19-02-2020

რა პირობებში მზადდება ყველი, რომელიც შემდეგ დედაქალაქში ეტიკეტის გარეშე იყიდება, ან, ხშირ შემთხვევაში, საცხობებში იყენებენ - კადრები, რომელიც "კურიერმა" ქვემო ქართლში გადაიღო, კრიტიკულ შეუსაბამობებს ასახავს. არარეგისტრირებული მეწარმეები რძის პროდუქტს არალეგალურად ჭუჭყიან ფარდულში, ჟანგიან აბაზანაში, ამზადებენ. 

ასეთ პირობებში დამზადებული პროდუქტი, ძირითადად, თბილისში ეტიკეტის გარეშე იყიდება, მომხმარებელმა კი არ იცის მისი მომზადების წესი და შემადგენლობა. ხშირ შემთხვევაში, არც მწარმოებელმა იცის რა რძისგან ამზადებს ყველს, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ჰიგიენურ პირობებს იცავენ და რძის პროდუქტს სუფთად ამზადებენ.

მეწარმეებს, ვისთანაც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა, 1000-ლარიანი ჯარიმა და საწარმოო პრაქტიკის შეჩერება დაეკისრათ. ასეთი არარეგისტრირებული მეწარმე, რომელიც ყველს არასათანადო პირობებში ამზადებს, საქართველოს მასშტაბით ბევრია. 

სანქციები არასაკმარისად ეჩვენებათ ყველის ასოციაციაში. სპეციალისტები გამოსავალს ჯარიმის ოდენობის გაზრდაში ხედავენ.

მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, არარეგისტრირებული მეწარმეების მონიტორინგი დაიწყო. ამ დრომდე შემოწმდა 60-ზე მეტი ობიექტი. მათ უმრავლესობას კრიტიკული შეუსაბამობების გამო წარმოება შეუჩერდა, არასათანადოდ მომზადებული რძის პროდუქტის ნიმუშები კი ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

რუსთავი2