გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვანო მერაბიშვილი: ჩამოვყალიბდები და გაიგებთ, რომელ პარტიაში ვიქნები

20-02-2020

ყოფილ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება.

როგორც მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხესთან განაცხადა, ის ორივე პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

"მე ძალიან მახარებს, რომ პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია საქართველოში ერთიანია. ვფიქრობ, ამ ერთიანობით დღევანდელ რეჟიმს დავამარცხებთ. რაც შეეხება კონკრეტულ პარტიას, იცით, რომ აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, რათა იზოლაციაში ვიყავი, ჩამოცილებული ვიყავი ყოველდღიურ პროცესებს, აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე მე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, ასევე დღეს არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, რადგან 5 წუთში, რაც მე საკნიდან გამოვედი, ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა.

ჩემი უახლოესი მეგობრები, მათ შორის ჩემი მებრძოლები, თანაპარტიელები, სამწუხაროდ დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. ყველა მათგანს შევხვდები, ყველას აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და თუ საჭირო გახდება, მივიღებ გადაწყვეტილებას. მჭირდება გარკვეული დრო. გაძლევთ გარანტიას, როდესაც ჩამოვყალიბდები, ამის შესახებ გაიგებთ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა.

pia