გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება

20-02-2020


„დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება“, - აღნიშნა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


მისი განცხადებით, დაინერგა დეკლარაციების კონტროლის ახალი სისტემა და ყველა დღგ-ის დეკლარაცია, გადის სპეციალურად შემუშავებული კონტროლის სისტემას. ასევე, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა ის გრაფა, რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დაწესდა დამატებითი კონტროლის მექანიზმი.


როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმები. რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერი ქმედებების პრევენცია. საბაჟოზე სრულად შეიცვალა იმპორტის დროს საქონლის შემოწმებისა და გადასახადის გადახდის კრიტერიუმები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა არაკანონიერი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა. გაანალიზდა ცალკეული შეღავათიანი საბაჟო პროცედურები და სრულად გაუქმდა მაღალი რისკის მქონე შეღავათები გადასახადის გადახდის ვადის ნაწილში, რამაც არსებითად შეამცირა დიდი ოდენობით არალეგალური იმპორტის შესაძლებლობა.


„სამწუხაროდ, დღგ-ის თაღლითობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ეს სირთულე, ზოგადად, თან ახლავს ამ გადასახადს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ყოველწლიურად, 150 მილიარდ ევრომდე საგადასახადო დანაკარგია დღგ-ის სხვადასხვა სქემის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენ მკაცრად მოვახდინეთ რეაგირება არა მხოლოდ ცალკეულ არაკანონიერ ქმედებაზე, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ გაუმჯობესებასთან“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.