გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვასილ მაღლაფერიძე: მედიის მიუკერძოებლობა არასამართლებრივ და სამართლებრივ სივრცეებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ან სულაც დამხობის ხელშეწყობას კი არ ნიშნავს, არამედ საზოგადოებისთვის რეალობის ჩვენებას

20-02-2020

,,დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი'', – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.


,,მედიის მიუკერძოებლობა კი არასამართლებრივ და სამართლებრივ სივრცეებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ან სულაც დამხობის ხელშეწყობას კი არ ნიშნავს, არამედ საზოგადოებისთვის რეალობის ჩვენებას. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა, რომელიც თავისი საქმიანობის გაგრძელებას მიკროფონით და კამერით აპირებს და არა ავტომატით”, - წერს ვასილ მაღლაფერიძე.