გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: გიორგი შენგელაიამ უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში

20-02-2020

„ოჯახისთვის და ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგია დიდი ქართველი რეჟისორი, რომელმაც, რა თქმა უნდა, თავისი უკვდავი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში და ჩვენ, ყველანი ერთად ვაცილებთ მას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას დაკრძალვაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გიორგი შენგელაია ქართული კულტურისთვის უდიდესი დანაკლისია.


„ეს არის დიდი დანაკლისი, როგორც საზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის, ოჯახისთვის პირველ რიგში და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურისთვის,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


ცნობისთვის, 82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია 2020 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა.