გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"სტამბულის" ბაზრის მოვაჭრეებს დახლები დანგრეული დახვდათ

15-11-2017

"ინფო რუსთავს" ე.წ. "სტამბულის" ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე ადამიანები დაუკავშირდნენ და დახლების დანგრევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოვაჭრეების თქმით, ღამე მათ კუთვნილებაში არსებული დახლები ტრაქტორით დაანგრიეს და სწორედ ამის გამო მოვაჭრეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

საუბრისას გაირკვა, რომ დახლების დემონტაჟი გვერდით არსებული კომერციული ფართის მეპატრონეს განუხორციელებია. მოვაჭრეების თქმით, მიწა რომელზეც ისინი საქმიანობდნენ, გასხვისებული არ არის და შესაბამისად, მათ კუთვნილებაში არსებული დახლების დანგრევის უფლება არავის ჰქონდა. "ინფო რუსთავი" ტელეფონით დაუკავშირდა იმ პირს, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე დემონტაჟი განახორციელა. მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა- "ეს მიწა წლებია ჩემი საკუთრებაა, უკვე 2 წელია ვეუბნები, რომ დაცალონ ტერიტორია და გაიტანონ დახლები, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ იყო. გვერდით ავაშენე კეთილმოწყობილი დახლები და შევთავაზე, იქ შესულიყვნენ, თუმცა ამაზეც უარი მივიღე. გუშინ გადავწყვიტე,  ჩემს მიწაზე არსებული კონსტრუქციები ამეღო, გავასუფთავე პერიმეტრი და ვაპირებ, მოვაწესრიგო ტერიტორია."



წყარო: inforustavi