2-02-2018
გურიაში სავარაუდო დამნაშავეებს ეძებენ, მათ ვინც ორი ახალციხის მკვიდრი მოტყუებით ჩაიყვანა რეგიონში. სოფელ კლდის მაცხოვრებლები
ზ.ტ. და გ.დ. თავს საქონლის ყიდვა–გაყიდვით ირჩენენ. გურიიდან შესული სატელეფონო ზარის შემდეგ ორივე მათგანი, სავარაუდოდ, 3 500 ლარით პირუტყვის საყიდლად გაემგზავრა.
ფერმაში მისულებს თავს ყაჩაღები დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 179–ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.
პოლიციამ ორივე მათგანი დაზარალებულად ცნო.
შსს–ს ინფორმაციით, პოლიციას დადგენილი ჰყავს სავარაუდო დამნაშავეები და მათ დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებები.