გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რა იგულისხმა ვანო მერაბიშვილმა "ხელისუფლების დამხობაში" - ოპოზიციის გამამართლებელი შეფასებები

21-02-2020

რა იგულისხმა ვანო მერაბიშვილმა მატროსოვის ციხესთან გაკეთებულ განცხადებაში და სიტყვა "დამხობაში"? ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკოსები განმარტებებს აკეთებენ.

ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლების დამარცხება იგულისხმა და მასში ძალადობრივი ასპექტი ასახული არ იყო.

"ვანო მერაბიშვილის განცხადებას რაც შეეხება, მან სხვადასხვა კონტექსტში ახსენა არჩევნებიც, ახსენა ოქტომბერიც, შესაბამისად ამ სიტყვაში ჩემი შეფასებით კონტექსტის გათვალისწინებით იგულისხმებოდა სწორედ დამარცხება და არა ძალადობის გამოყენება, სხვადასხვა ფორმით ხელისუფლების დემონტაჟი, ჩამოშლა, დამთავრება და ა.შ. ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა კონტექსტი იყო, რა თქმა უნდა, საარჩევნო," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ვანო მერაბიშვილის ფრაზასთან დაკავშირებით, სამარცხვინოს უწოდებს.

"ნებისმიერმა ჩვენთაგანმა 6 წელი და 9 თვე, რომ გაატაროს სამარტოო საკანში, შეიძლება გაუჭირდეს სიტყვების შერჩევა. ცინიზმს, რაც ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, სამარცხვინოს ვუწოდებდი, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვა," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც "სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, ქვეყანის დამხობა არვის ინტერესში არ შედის და ოპოზიციის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლაა. 

"მარტოსული პატიმრობის შემდეგ ამდენი კამერა, ჟურნალისტი და ამდენი ხალხი რომ დაინახა, ვერ მოზომა და რაღაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის ჟანრში გააკეთა ის განცხადება დამხობასთან და გადატრიალებასთან დაკავშირებით. არავის ამ ქვეყანაში არანაირი დამხობა აღარ აინტერესებს. ამ ქვეყანაში ჩვენ გვინდა ხელისუფლების ნორმალური ცვლა, გვინდა, რომ ხელისუფლების ცვლილება საშიში არ იყოს და გვინდა ნორმალური განვითარება. დამხობებზე, რევოლუციებზე, გადატრიალებებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ერთმანეთს ელაპარაკონ ხოლმე თავის ოფისში," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

rustavi2