გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა

21-02-2020

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა, - უმსხვილესი სოციალური პროექტის, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 17 თვეში დასრულდება.

„ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილება აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოციალურ პრობლემას გადაჭრის.

გადაწყვეტილების თანახმად, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი და ადგილობრივ მოსახლეობას შეექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები.

მთავრობამ გადაწყვეტილების დაანონსების დღიდან გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, შემუშავდა კომპლექსის პროექტი, ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის დეტალური აღწერა და დამუშავდა მონაცემთა ბაზა, გამოცხადდა ტენდერი მშენებლობაზე და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,დაგი“, რომელმაც 17 თვეში უნდა უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული 582 ბინისაგან შემდგარი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 38.7 მილიონი ლარი. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში. 

Imedinews.ge