გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია : როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია

21-02-2020

ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების მიერ გამართულ აქცია ეხებოდა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის გამოძიების საქმე და ჟურნალისტებს მოუწოდა,  კითხვის დასმის დროს, პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთონ.


„თქვენ კითხვას სვამთ და ამ კითხვას პასუხობთ, ორგანიზებული ხელისუფლების მიერ. ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები, საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების, მოხუცებული მშობლების. არასდროს, აზრად არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული“,-  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.