გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გია გაჩეჩილაძე: მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?

21-02-2020

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მხრიდან ძალიან უცნაური განცხადებები კეთდება. როგორც ჟურნალისტებს გია გაჩეჩილაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურმე, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა.


„საბჭოთა კავშირის დროს სერიული მკვლელი ჩიკატილო იყო, რომლის მიერ მოკლული იყო 56 ადამიანი. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი რომ იყო, მისი ოპერაციების დროს 70 ადამიანზე მეტი ქუჩაში მოკლეს. მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა? გარკვეული მიმართულებით საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში 42-ათასზე მეტი საჩივარია შესული და დაველოდოთ პროცესებს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.