გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"კიბოსგან ოპერაციის გარეშე რომ განვიკურნე, მცენარეებით ამის შემდეგ დავინტერესდი"

4-02-2018

„ალიას“ რუბრიკის - „სახალხო მკურნალის“ დღევანდელი სტუმარი ნინო თავხელიძე პროფესიით პედაგოგია, ქიმიას ასწავლის საჯარო სკოლაში. მისი ფიტოთერაპიით დაინტერესება თვითმკურნალობის ეფექტურობამ განაპირობა. ქალბატონი ნინო მიიჩნევს, რომ არცერთი სნეულება განაჩენი არ არის, რადგან თვითონ სწორედ ფიტოთერაპიით დაამარცხა უმძიმესი დაავადება.

- საბედნიეროდ, არცერთი პათოლოგია განაჩენი არ არის, რადგან ბუნებაში რა ავადმყოფობაც არსებობს, იქვე ახლოს მოიპოვება მისი განკურნების საშუალებაც. ჩემთან ყველაფერი კი ერთი უჩვეულო შემთხვევით დაიწყო, მამიდასგან გავიგე, რომ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე მონაზონს დედა მართას დაუდგინეს მე-3 სტადიის სიმსივნე და ქიმიოთერაპიაც დაუნიშნეს. რატომღაც დედა მართამ უარი თქვა ძვირად ღირებულ პროცედურებზე და თვითმკურნალობით სცადა უმძიმეს სენთან შებრძოლება. ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფიტოთერაპიამ საერთოდ გაუქრო მეტასტაზები და პათოლოგიის ნაკვალევიც არ დაუტოვა ავადმყოფს. სამწუხაროდ, მალე მეც აღმომაჩნდა ეს ვერაგი დაავადება და იგივე ექიმს მივმართე, რომელთანაც მონაზონი იყო. ონკოლოგმა მითხრა, არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ნებისმიერი ალტერნატიული მეთოდის, მონაზონს კი შესაძლოა, მცენარეებზე მეტად საკუთარმა რწმენამ უშველაო. გარკვეული მიზეზების გამო ჩემი მრჩეველი ექიმის ვინაობას არ გავამხელ, მაგრამ პროფესიონალი ექიმები იშვიათად ადასტურებენ ფიტოთერაპიულ მიღწევებს და ზოგჯერ ღიმილსაც ჰგვრით ბალახებით მკურნალობაზე საუბარი. მე კი ექიმი ონკოლოგის წაქეზებით მივმართე ფიტოთერაპიას, არც იმ ექიმის დანიშნულების მიღებაზე მითქვამს უარი, თუმცა რწმენა-განკურნებისა ბალახების და ბუნებრივი საშუალებებისგან უფრო მქონდა, ვიდრე კლასიკური მედიცინით. ლოცვით იწყებოდა და მთავრდებოდა ჩემი ყოველი დღე, სიკვდილის შიშს სძლია განკურნების რწმენამ და სურვილმა და მე ოპერაციის გარეშე განვიკურნე.

შევიმუშავე თვითგანკურნების სისტემა, პირველ რიგში, დავაწესე კვების რაციონი და ვიღებდი მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. ამოვიღე მენიუდან მარილი, შაქარი და ცხიმიანი საკვები. დავიწყე ძიება, რა საკვები უნდა მიმეღო, მქონდა დღეები, როცა მხოლოდ ვაშლს მივირთმევდი. მოკლედ, ჩემი დაავადება წარსულს ჩაბარდა, მე გამოვჯანმრთელდი და ჩემი მცირეწლოვანი შვილები დაობლებას გადაურჩნენ. ამის შემდეგ დავინტერესდი, სიღრმისეულად შემესწავლა ფიტოთერაპია და პრაქტიკული მედიცინა. საკუთარი ხელით ვაგროვებდი სამკურნალო ბალახებს, ყველა სტანდარტის დაცვით. მხოლოდ მთასა და ველ-მინდვრებში, ტყეებში, რადგან ეკოლოგიურად დაბინძურებულ მცენარეს არათუ სარგებლობის მოტანა, მავნებლობა მოაქვს ადამიანისთვის. აუცილებელია სამკურნალო მცენარის შესაგროვებლად ზუსტი დროის შერჩევა, გარდა მცენარეებისა ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთი ფავორიტია ცხენის რძე, ვირის რძეც მეტად სასარგებლო სამკურნალო პროდუქტია, ამიტომაც დიდი სიფრთხილით ვეკიდები როგორც მცენარეთა შეგროვებას, ისე სხვა ბუნებრივი საშუალებების გამოყენებას. ჩემს სამკურნალო პრაქტიკაში, მცენარეთა გარდა, მეტად პოპულარულია ფუტკრის პროდუქტები, როგორც სამკურნალო საშუალებათა შესაქმნელად, ასევე სილამაზის რეცეპტებისთვის.

რაც შეეხება თხის რძეს, ის უნიკალურია გამაახალგაზრდავებელი ლოსიონებისა და საცხების შესაქმნელად. ჩემი სამკურნალო სპექტრი მხოლოდ ბუნებრივ საშუალებათა გამოყენებით შემოიფარგლება, ამიტომაც მინიმალურია უკუჩვენებანი და გვერდითი მოვლენები. ფიტოთერაპიაში დილეტანტობა საშიშია, რადგან საკმარისია არაზუსტი დოზა, რომ წამალი საწამლავად გადაიქცეს.

სამკურნალო მცენარეები მხოლოდ და მხოლოდ ფიტოთერაპიაში განსწავლულმა ადამიანმა უნდა შეაგროვოს, რადგან დაავადებულმა ან ცუდად შენახულმა მცენარემ, შესაძლოა, თვითონ გამოიწვიოს დაავადება, ამიტომ მცენარეებთან ურთიერთობა უდიდესი სიფრთხილითა და ცოდნითაა საჭირო. რადგან მედიცინაში სიმსივნის განკურნება აქილევსის ქუსლია, დღევანდელ სასარგებლო რჩევებს მივუძღვნი სიმსივნის პრევენციას და მის განკურნებას. ფიტორეცეპტები, რომლებზეც ახლა გესაუბრებით, 24-საათიან იერიშს მიიტანს მუტანტურ უჯრედებზე და მის გაჯანსაღებაზე იზრუნებს.

პირველ რიგში, ვაკონტროლოთ კვების რაციონი, უნდა შევზღუდოთ ცხიმი, შებოლილი და დაშაშხული საკვების მიღება, თამბაქო უპირველესი მტერია, უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, მცხუნვარე მზეზე გარუჯვას. ასევე, უდიდესი მტერია ზედმეტი წონა - სიმსუქნე, რაც ყველა ორგანოს აზიანებს. ზედმეტი წონა პათოლოგიად ითვლება და ორგანიზმში ქმნის ავადმყოფობათა ჯაჭვს, ბუნებასთან, სიმწვანესთან სიახლოვე და სუფთა ჰაერი, სიმსივნის საპრევენციოდ უპირველესი საშუალებაა. ახლა კი ვისაუბროთ მწვანე აფთიაქზე, რაც სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

ანწლის წვრილად დაჭრილი ფესვები და ფესვურები 30 გრ 1 ლიტრ წყალზე ადუღეთ 20 წუთი, მიიღება დღეში 3-ჯერ, თითო ჭიქა.
გულყვითელას ნაყენი 1 ჩ/კ ყვავილი 2 ჭ მდუღარე წყალს დაასხით და დადგით 15 წუთი, გადაწურე და დალიეთ თანაბარი ულუფებით 5-ჯერ დღეში.
არყის ხის სოკო - საყლაპავი მილის, კუჭის, ფილტვის კიბოს იმ შემთხვევაში, როცა ნაჩვენები არ არის ოპერაცია და დასხივება.
წიწმატურა აჩერებს განვითარებას, არის ანტიბაქტერიული საშვილოსნოს და კუჭის კიბოს დროს.
ღოლოს ფესვების ნახარში - ახლად ჩამოყალიბებული საშვილოსნოს კიბოს კურნავს, აჩერებს სიმსივნეების ზრდას, აგრეთვე, სარკომის დროს.
მრავალძარღვას დაქუცმაცებული ახალი ფოთლები შაქართან ან თაფლთან ერთად 1:1 აჩერებენ თბილ ადგილას 2 კვირა. 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე - ფილტვისა და ნაწლავების კიბოს დროს. აგრეთვე, კომპრესების სახით ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის.
ბირკავა - ახალწარმონაქმნ ავთვისებიან და კეთილთვისებიან კიბოს დროს იყენებენ მცენარეების ფესვებს. 10 გრ გამომშრალი დაჭრილი 1 ჭიქა მდუღარეს აჩერებენ 2-3 საათი თერმოსში. გაციებული გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 5-6-ჯერ დღეში. შემოდგომაზე ახალგაზრდა ფესვები, როგორც სტაფილო, იჭმება ცოცხლად.
უამრავი მცენარეა ჩვენს ტყეებსა და ველ-მინდვრებში, რომელიც კიბოს განვითარებას აფერხებს.

ზოგადად, ონკოპათოლოგიათა თავიდან ასაცილებლად ძალიან სასარგებლოა დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინო (კაბერნის ან საფერავის) დალევა, ერთი ჭიქა წითელი ღვინო თქვენს გუნება-განწყობის ამაღლებაზეც იზრუნებს და ონკოდაავადებათა განვითარების რისკ-ფაქტორსაც აგაცილებთ.

alia.ge