გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გიორგი გახარიასა და კახა კალაძეს ბათუმში ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ

21-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია და თბილისის მერს კახა კალაძე ბათუმში სასტუმრო "ჰილტონთან" არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ტრანსფარანტებით დახვდნენ. მათი განცხადებით, ქვეყნის პირველ პირებთან შეკითხვები 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცავებმა მიახლოების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ გვახსოვს 20 ივნისის ღამე. გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს, მან ახალგაზრდებს თვალები დათხარა. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებამდე“, - განაცხადა ჯუნა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ჰილტონში" ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემოერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ინტერპრესნიუსი