გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსთავში შშმ პირების მონაწილეობით გამართულ სპორტულ ასპარეზობას ირაკლი ტაბაღუა დაესწრო

4-02-2018

3 თებერვალს მე-7 საჯარო სკოლაში სპორტული ტურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, შაშსა და მკლავჭიდში.

სპორტულ ასპარეზობაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია და საკრებულოს წევრი გურამ კვარაცხელია ესწრებოდნენ.

მკლავჭიდში გოგონებს შორის შორენა კრაველიძემ, ხოლო ვაჟებში - გიორგი შარვაძემ გაიმარჯვა, მაგიდის ჩოგბურთში პირველ ადგილზე გიორგი ჯაფარიძე გავიდა, გოგონებში კი ჯუნა ტიტვინიძე, სამახსოვრო სიგელები გადაეცა შაშში ტურნირის ყველა მონაწილეს.

ტურნირის გამარჯვებული მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ქალაქის 70 მწლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოფიციალურად 19 იანვარს გაიხსნა. მე-7 საჯარო სკოლაში დღეს გამართული ტურნირი, რუსთავის მერიისა და ა(ა)იპ ,,სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის” ორგანიზებით მოეწყო.