21-02-2020
ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.
როგორც REGION.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბარლდებული თურქეთის მოქალაქეა და ის ცხელ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, თავდასხმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.