გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა

22-02-2020

თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ წილკანში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირის ოჯახში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილის გმირობას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მისი ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

"მხარდაჭერას, რომელიც დღეს არსებობს, მომავალშიც გავაგრძელებთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რაც იყო არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანი - ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა მსხვერპლით, ომით და უბედურებით",- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი დაათვალიერა, რომელიც სოფელ წილკანში დღეს გაიხსნა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.