გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გაჩეჩილაძე: ხელისუფლება ოპოზიციას ორმხრივ კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს

23-02-2020

“ხელისუფლებამ წარმოადგინა კომპრომისული ვარიანტი - 100/50-ზე და ეს საზოგადოებამაც უნდა იცოდეს”, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, პარტიებმა კარგად იციან რომ ეს ორმხრივი კომპრომისის ვარიანტია.

„ეს არ არის ოპოზიციის მიმართ შეთავაზებული ვარიანტი. ეს არის შიგნით, მაჟორიტარებთან კომპრომისი, ამიტომ ეს არის ბოლო, მაჟორიტარებთან შეთანხმებული ვარიანტი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ შეეთავაზებინა ხელისუფლებას ოპოზიციისთვის. ოპოზიციაში ეს ძალიან კარგად იციან და თუ უნდათ ამ ვარიანტზე საუბარი, უმრავლესობა ამისთვის გახსნილია, მობრძანდნენ, დაბრძანდნენ ილაპარაკონ და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიონ“- აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, არ განიხილავს სხვა ვარიანტს.

„მე უშუალოდ არ ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, მაგრამ ხელისუფლებას წარმოუდგენლად მიაჩნია დანარჩენი ვარიანტების განხილვა. მით უმეტეს მას შემდეგ, სახალხო დამცველმა რომ გააგზავნა ცოტა უცნაურად, ეს მისი ფუნქცია არ იყო, ეუთო-ოდირში რაღაც გერმანულ-ავღანური ვარიანტი. ოპოზიციას იმედი ჰქონდა რომ იქიდან უარყოფითი დასკვნა მოვიდოდა, მაგრამ მოვიდა ის, რომ ამ დასკვნაში არ განიხილავს კონსტიტუციურობის საკითხს, ასევე არადემოკრატიულობის ნიშნები ამ ვარიანტში არ არის, რომელიც შემოთავაზებულია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ნაბიჯი გადადგმულია უფრო მეტად პროპორციულობის მხრივ, თუ უნდათ ამაში მონაწილეობა, მიიღონ, თუ არა და ჩატარდება არჩევნები იმავე სისტემით, რითაც აქამდე ტარდებოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე ურჩევს ოპოზიციას დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა შეხვდეს ხელისუფლებას და დაელაპარაკოს, ვინაიდან ეთერებით საუბარი არ შეიძლება.

„ერთხელ შეიკრიბონ, მით უმეტეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა მზად არის იმისთვის, რომ შუამავლის როლი ითამაშოს, დასხდნენ ერთ მაგიდასთან მოილაპარაკონ და თუ ვერ შეთანხმდებიან - ვერ შეთანხმდებიან, თუ შეთანხმდებიან - შეთანხმდებიან, როგორი ვარიანტიც იქნება საბოლოო შედეგი, იმით მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. მე მწვანეთა პარტიას წარმოვადგენ, როგორი სისტემის არჩევნებზეც მოხდება შეთანხმება, მე იმ სისტემით მივიღებ მონაწილეობას“ - განცხადა გაჩეჩილაძემ.

ამასთან, მისი თქმით, „ყველა საერთაშორისო პარტნიორი ამბობს ერთადერთ რაღაცას, არსებული სისტემა, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული და შეთავაზებული, ესეც დემოკრატიულია, ამაზე არავინ ამბობს, რომ არადემოკრატიული საარჩევნო სისტემაა.

"ერთადერთი თხოვნაა, როგორმე კონსესუსი მოხდეს. კონსესუსი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ თანხმობა მისცა გარკვეულ ვარიანტს, ცალმხრივი ხომ არ იქნება ხელისუფლება. ხელისუფლებას აქვს გარკვეული ზღვარი, რომლის იქით ვერ წავა. ხელისუფლება უმრავლესობაში მაჟორიტარების წინააღმდეგ ვერ წავა, მაშინ პოლიტიკური კრიზისი იქნება. მაშინ ხელისუფლების მაჟორიტარების გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება უმრავლესობა დატოვოს, როგორც დატოვა მაგალითად ოცმა კაცმა ბოლო ხანებში. ეს იქნება პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს, და წარმოიდგინე რა შეიძლება ამას მოყვეს, შეიძლება ნაციონალური მოძრაობის მიზანი სწორედ ეს იყოს. როგორი არჩევნებიც არ უნდა იყოს, როგორი სისტემაც არ უნდა იყოს, უამრავი რამ ვნახეთ საქართველოში, უამრავი სისტემა გამოვცადეთ და თუ ოპოზიცია ძლიერია, მას არავითარი პრობლემა არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის და გამარჯვების, ამიტომ ნუ ებღაუჭებიან სისტემებს. ვის როგორი შანსიც აქვს, ისეთ შედეგს დადებს“,- აცხადებს გაჩეჩილაძე.