გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მერებს და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა

23-02-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

ქ. რუსთავში გამართულ შეხვედრაზე, თვითმმართველობის ორგანოების მიერ პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულების კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელეს.

„მუნიციპალიტეტებში არსებული სავაჭრო ობიექტების მონიტორინგზე პასუხისმგებელი თვითმმართველობების ორგანოები მუშაობას გააქტიურებენ პლასტიკის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების კონტროლზე. მისასალმებელია, რომ მეწარმეები, იმპორტიორები და სავაჭრო ქსელების მეპატრონეები პასუხიმგებლობას აიღებენ გარემოს დაცვაზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს მთავრობის დადგენილებით რეგულირებული, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებული პარკების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„თვითმმართველობის ორგანოებისა და თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა, გარემოს დასაცავად განხორციელებული ქმედებები ეფექტიანი და შედეგის მომტანი იყოს“, - განაცხადა გუბერნატორმა.