გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სააკაშვილი: მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა

23-02-2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სპარსული ახალი წლის დადგომასთან ერთად ტრადიციისამებრ ბევრი ირანის მოქალაქე დააპირებს საქართველოში ჩამოსვლას. მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, მთავრობამ დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და აკრძალოს ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.
ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელის საშუალებით განაცხადა.

"ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე.

მალე მოდის სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია.
მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.
ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად! თუ მეთანხმებით, გაავრცელეთ!"-განაცახადა სააკაშვილმა.