გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კალაძე: ჩვენ გყვავს გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერი-ცვლილებებზე არაა საუბარი

24-02-2020

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, პრემიერის ცვლილების საკითხი მმართველ გუნდში არ განიხილება.

„არანაირ ცვლილებებზე არაა საუბარი გუნდში. თუ რაიმე იქნება ცვლილებებზე თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც. ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი და მთავრობა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. არ ყოფილა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გყვავს პრემიერი გახარია, რომელიც არის ძლიერი პრემიერი. ყოველდღიურად მუშაობენ რომ უპასუხონ გამოწვევებს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გახარია მარტის დასაწყისში უნდა ჩაანაცლოს.

ipress