გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს

24-02-2020

პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული. როგორც შსს-ში განმარტავენ, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა. 


"თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი, გამოძიების პირველადი ინფორმაციით იარაღი სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა  პოლიციას აცნობა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები  და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა", - აცხადებენ უწყებაში.