გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერმა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

24-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში მერმა ხაზგასმით ისაუბრა მერიის თანამშრომელთა პასუხისმგებლობაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოსული კორესპოდენციების კონტროლსა და დროულ რეაგირებაზე.


სამსახურის უფროსებმა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.


დაიგეგმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტებზე მუშაობის ახალი ეტაპი, რომელიც შემსრულებელი მეწარმეების შერჩევას და სამუშაოების დაკონტრაქტებას მოიცავს.


მერის პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უნდა შეიქმნას მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგულარულად გააკონტროლებს.


გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს.


ემზარ საბანაძის განცხადებით, მიმდინარე წელი გასულ წლებათან შედარებით ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, შესაბამისად სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა თითოეული სამსახურის და სამსახურში შემავალი თითოეული რგოლის მაქსიმალური მონდომება და საქმისადმი უღალატო მიდგომა.