გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

24-02-2020

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში ყოფნისას საქართველოს ექს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა.

„ამჟამად აღარ ვარ უკრაინაში თუმცა ვიყავი. მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და ყველა იმ პირს, ვისთანაც შეხვედრა მქონდა დაგეგმილი. ნაცნობებთან ჩავედი და შევხვდი ყოფილ პრეზიდენტსაც. პოლიტიკაზე რა უნდა გვესაუბრა, ვისაუბრეთ ჩემს პირად ტრაგედიაზე, რა ხდებოდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

imedinews.ge